საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ნათია ფეიქრიშვილი
ადვოკატი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის საბაკალავრო  პროგრამაზე.

2017 წლამდე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა და პროექტში:

მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების world vision georgia-სა და „მზიანი სახლი“-ის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში გენდერული თანასწორობის, პიროვნული განვითარების, სამოქალაქო პასუხისმებლობისა და ადვოკატიტების შესახებ. მონაწილეობდა  USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ საჯარო დებატების რესპუბლიკურ ტურნირში, სადაც მოიპოვა საუკეთესო მოდებატის ტიტული.

 

2017-2021 წლებში მონაწილეობას იღებდა ისეთ პროექტებში როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი;  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ ორგანიზებული საარჩევნო განვითარების სკოლა;

 

ამავე წლებში გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არაერთი  იმიტირებული პროცესის გამარჯვებული.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა იმიტირებულ პროცესებს, საჯარო ლექციებსა და სასწავლო კურსებს აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშრებით.

 

2020 წლის მარტიდან მუშაობდა იურიდიულ კომპნია „prime legal“-ში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე. 2021 წლის სექტემბრიდან გახლდათ  სადისტრიბუციო კომპანია „გერმანელი ყასაბი“-ის მთავარი იურისტი.

 

2022 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2022 წლის მარტიდან ნათია  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდის წევრია!

 

2 47 87 87Info@myadvokat.ge