საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

სალომე მახათელაშვილი
ადვოკატი

2020 წელს დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2023 წელს მიენიჭა ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2017-2018 წლებში იყო „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ აქტიური წევრი.

 

2021 წელს წარმატებით გაიარა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა ( WIPO) და საქპატენტის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი.

 

2021 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ხოლო, 2022-2023 წლებში გაიარა ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა.  

 

სალომე 2023 წლის თებერვლიდან  შემოუერთდა იურიდიული კომპანია OK&CG-ის გუნდს!

 

მანამდე, ვიდრე იურიდიული კომპანია OK&CG-ის გუნდს შემოუერთდებოდა ადვოკატის თანაშემწისა და უმცროსი იურისტის პოზიციაზე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში.

INFO@MYADVOKAT.GE 032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87