2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი.
2016 წელს წარჩინებით დაასრულა და მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.
2013-14 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კომიტეტი ახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსათვის წარდგენას, ასევე სამუშაო ჯგუფის მუშაობა მოიცავდა არსებული ნორმატიული მასალის შესახებ სამართლებრივი ანალიზის მომზადებას.
ბაკალავრის საფეხურზე სწავლის პერიოდში, მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
2013 წლის აპრილიში შემოუერთა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს.
2013 წელს მიიღო ქალაქ თბილის მერიის მუნიციპალიტეტის ერთჯერადი სტიპენდია.
2013-სა და 2014 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
2015 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები, კერძო სამართლის მიმართულებით და ამავე წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2015 წელს მოიპოვა ბელგიის უნივერსიტეტ ლიეჟში“ (The University of Liège) მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება.
2016 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის და ესპანეთის ასოციაციის (HISPALEM) მიერ, ბარსელონაში ორგანიზებულ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის კონგრესზე, თემაზე-„ინტერნეტი : გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“ (The Internet: Challenges to Peace and Freedom)
2017 წლიდან ანა არის 130-მდე „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების“ პროექტების მენეჯერი. „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანება“ აერთაინებს საქართველოს 130-მდე საადვოკატო ბიუროსა და ადვოკატს.
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი და აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში.
თავისუფლად ფლობს ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებს, აქვს ინგლისური ენის საშუალო დონის ცოდნა.
ამჟამად, ანა კომპანია „OK&CG“-ის გუნდის წევრია. 2015 წლიდან ანას მიღებული აქვს ადვოკატის კვალიფიკაცია, კერძო სამართლის მიმართულებით.